კურტუა: „ახლა მე სწორ მხარეს ვდგავარ“

0
4

ტიბო კურტუას თქმით, როდესაც მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის, ყოველთვის იმარჯვებს. ესპანური გრანდის ბელგიელმა მეკარემ ამის შესახებ 28 მაისს პარიზის „სტად დე ფრანსზე“ ინგლისის „ლივერპულთან“ დაპირისპირებამდე განაცხადა.
„რვა წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად ვითამაშე. მაშინ, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ იმედია ამას ხვალ გავაკეთებ. „რეალი“ „ლივერპულს“ ფინალში 2018 წელს შეხვდა, თუმცა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
ჩვენ ვიცით, რომ „რეალი“ როდესაც ფინალში გადის, იმარჯვებს. ახლა მე სწორ მხარეს ვდგავარ“ – იუწყება კურტუას ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.