იარმოლენკოს და „ვესტ ჰემის“ გზები გაიყარა

0
7

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელ ანდრეი იარმოლენკოს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.  მას ლონდონელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება და ინგლისელები უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავენ.
მის გარდა, „ვესტ ჰემიდან“ კაპიტანი მარ ნობლი მიდის, რომელმაც კარიერა დაასრულა. ასევე, ლონდონელებს დევიდ მარტინი და რაიან ფერნანდესი დაემშვიდობებიან.
იარმოლენკო „ვესტ ჰემში“ 2018 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 86 მატჩში 13 გოლი გაიტანა.