ჩილეს ედუარდო ბერისო გაწვრთნის

0
4

ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ედუარდო ბერისო დანინეს. ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ახალ თავკაცს ოფიციალურად 30 მაისს წარადგენს.
არგენტინელი სპეციალის მარტინ ლასარტეს შეცვლის, რომელიც გუნდს 2021 წლის თებერვლიდან ავარჯიშებდა და თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 22 მატჩიდან 7 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა – ჩილელებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს.
ბერისო ჩილეს ეროვნულ გუნდში 2007-2010 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ის 2019 წლის თებერვლიდან 2021 წლის 15 ოქტომბრამდე პარაგვაის ნაკრებს თავკაცობდა.