„ასტონ ვილამ“ ბრაზილიელი მცველი 26 მილიონად შეიძინა

0
6

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ „სევილიას“ მცველ დიეგო კარლოსის ტრანსფერზე შეუთნხმდა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ბირმინგემში უახლოეს პერიოდში ჩავა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „ასტონ ვილას“ კარლოსის შეძენა 26 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
ასევე, ბირმინგემელები მოლაპარაკებას მცველ ჯეიმს ტარკოვსკისთან აწარმოებენ, რომელსაც „ბარნლისთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. კარლოსმა 2021-2022 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.