ოქრიაშვილი ნაკრებს კორონავირუსის მიზეზით გამოაკლდა

0
3

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს.
უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის გამოძახებულთა სიაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. კორონა ვირუსის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).


საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე:

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45