„ჰალმა“ ლობჟანიძის თაობაზე „ჰათაისფორს“ მიმართა

0
8

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ჰალ სიტიმ“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, „ჰათაისფორს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ საბა ლობჟანიძის ტრანსფერის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ავტორიტეტული თურქული გამოცემა Fanatik იუწყება.
„ჰალ სიტიმ“ საბა ლობჟანიძის და აიუბ ელ კააბის თაობაზე მოგვმართა. ჩვენ ამის შესახებ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ. თუმცა, ჯერ ამ ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი არ დაგვიდგენია“ – განაცხადა „ჰათაისფორის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე მუსტაფა ოზატმა.
27 წლის საბა ლობჟანიძემ „ჰათაისფორის“ შემადგენლობაში 2021-2022 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში (28 სასტარტოში) 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.