ჟოზე მოურინიო: „ეს ფინალი ჩემთვის ისეა, თითქოს პირველია“

0
6

ჟოზე მოურინიო კონფერენს ლიგის ფინალში „ფეინოორდთან“ დაპირისპირებას ისე ხვდებ,  თითქოს მის სამწვრთნელო კარეირაში პირველი ფინალია.
„რომას“ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში როტერდამელებთან შეხვედრის წინ ისაუბრა.
„ეს ფინალია. მატჩამდე სხვა არაფერზე ვფიქრობ. ეს ფინალი ჩემთვის ისეა თითქოს პირველია. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. თუ მოვიგებთ, მაშინ პირველი ვიქნები, ვინც ყველა ევროპულ ტიტულს მოიგებს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გავიმარჯვებთ. მე ჯადოსნობის და შელოცვების არ მჯერა. ამ შემთხვევაში დამატებით ვერაფერს გააკეთებ. უბრალოდ, უნდა გუნდი იყო და იცოდე შენი ძლიერი მხარეები შესაძლებლობის ფარგლებში.
ისტორია „განსაკუთრებულის“ შესახებ უკვე წარსულია. მაშინ, ჩემი კარიერის დასაწყისი იყო. ასაკი რომ გემატება და უფრო სტაბილური ხდება, სხვებზე უფრო მეტს ფიქრობ და საკუთარ თავზე – ნაკლებს. მაგიის არ მჯერა. ფინალში რომ გადიხარ ყველა სამუშაო უკვე გაწეული გაქვს. ამ დროს დგება მომენტი, როდესაც თავი გუნდმა უნდა გამოავლინოს და არა ცალკეულმა ინდივიდუალისტებმა“ – იუწყება მოურინიოს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„რომა“ – „ფეინოორდის“ თამაში თბილისის დროით 23:00 სააათზე დაიწყება.