მამარდაშვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუკავშირდა

0
12

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა და კლუბში მისი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.
თავის მხრივ, ვალენსიელები მუშაობენ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარესთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროდან, 30 მილიონამდე გაზარდონ.
ესპანეთის ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ საერთო ჯამში 18-ჯერ ითამაშა და 8-ჯერ გოლი არ გაუშვა. მან ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის სევილიას “ბეტისთან” პენალტების სერიაში წაგებული დაპირისპირებაც.
ის სეზონის მსვლელობისას მატჩის საუკეთესო მოთამაშე (KING OF THE MATCH) 3-ჯერ დაასახელეს, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ აღიარეს.