ჩხეტიანი “ტორპედოში” დაბრუნდა

0
7

კახა ჩხეტიანი ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. დღეს, 19:00 „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას, ხელი ოფიციალურად მოეწერება.
წარმოშობით ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპა ლიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა”.