არნე სლოტი: „არა მგონი რამით გაგვაკვირვონ“

0
8

როტერდამის „ფეინოორდის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ფიქრობს, რომ კონფერენს ლიგის ფინალში „რომა“ მისი ფეხბურთელების გაოცებას ვერაფრით მოახერხებს. მან ამის შესახებ დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გასამართ მატჩამდე განაცხადა, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ჩვენ ვიცით რას უნდა ველოდოთ, მაგრამ ყველაფერი ხდება. ზოგჯერ მწვრთნელი რამე სიურპრიზს ამზადებს. ჩვენ „რომას“ მონაწილეობით ბევრი მატჩი ვნახეთ და საფუძვლიანად მოვემზადეთ. როგორც ნიდერლანდურ მედიას ვუთხარი, თუ მეტოქე სიურპრიზს მოგვიმზადებს, ჩვენ ამ სეზონში 55 მატჩი ჩავატარეთ და არა მგონი რამით გაგვაკვირვონ.
„რომას“ უამრავი მატჩი ვნახეთ და ეს გუნდი თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე სტილში თამაშობს. მე გამიკვირდება თუ მომავალ შეხვედრაში „რომა“ დაცვით ფეხბურთს აირჩევს. ჩემი აზრით, მეტოქე ეცდება გრძელი გადაცემებთ ბურთი ჩვენი მცველების ზურგსუკან „ჩააგდონ“, თუმცა ვინ იცის“ – იუწყება სლოტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.