„რეალი“ ორელიენ ჩუამენის შეიძენს

0
8

მადრიდის „რეალი“ „მონაკოდან“ ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენის შეიძენს, იუწყება RMC Sport. მადრიდული კლუბი 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდის.
ჩუამენი „რეალის“ მთავარ სატრანსფერო მიზნად მას მერე იქცა, რაც პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ მადრიდულ კლუბში გადასვლა იუარა. ის „მონაკოში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 95 მატჩში 8 გოლი გაიტანა.