მარსელინო „ატლეტიკის“ თავკაცის თანამდებობიდან მიდის

0
5

მარსელინო ტორალი ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ბასკური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
56 წლის ესპანელი სპეციალისტი „ატლეტიკიდან“ ივნისში წავა, როდესაც კონტრაქტის ვადა ამოეწურება. ის ბილბაოელებს 2021 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.
ესპანეთის ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონში „ატლეტიკმა“ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროთასების საგზური ვერ მოიპოვა.