ლევანდოვსკიმ „ოქროს ბუცი“ ზედიზედ მეორედ მოიგო

0
6

რობერტ ლევანდოვსკის ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ ზედიზედ მეორედ მოიგო. მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა თავდამსხმელმა გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 70 ქულა დააგროვა (35 გოლი გამრავლებული ორზე – ტურნირის კოეფიციენტზე).
მეორე ადგილზე პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე გავიდა (28 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში და 56 ქულა).
ჩირო იმობილემ („ლაციო“) და ქარიმ ბენზემამს („რეალი“) 54 ქულა დააგროვეს (27-27 გოლი შესაბამისად იტალიის სერია A-ში და ესპანეთის ლა ლიგაში).
2020-2021 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ „ოქროს ბუცი“ ბუნდესლიგაში გატანილი 41 გოლის წყალობით მოიგო (82 ქულა).