ჰამშიკმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

0
4

მარეკ ჰამშიკმა სლოვაკეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ეს იოლი არ იყო, დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ 15 წლის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი და საუცხოოდ ნაწილი დამემთავრებინა. მე ეროვნულ გუნდში კარიერა დავასრულე. ეს ხანგრძლივი და ლამაზი მოგზაურობა იყო, რომლითაც ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ სლოვაკეთი ნაკრების ყველა წარმატების ნაწილი ვიყავი.
მე იმ გუნდის ნაწილი გახლდით, რომელიც მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატზე იყო სამხრეთ აფრიკაში, ხოლო 2016 და 2021 წლებში ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ეროვნულ გუნდს 50-ზე მეტ მატჩში ვუკაპიტნე“ – აღნიშნა ჰამშიკმა, რომელიც ამჟამად „ტრაბზონსფორში“ გამოდის, მაგრამ საკლუბო კარიერის საუკეთესო ნაწილი იტალიის „ნაპოლიში“ გაატარა.
ის სლოვაკეთის ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან გამოდიოდა და 134 მატჩში 26 გოლი გაიტანა, პლუს 20 საგოლე პასი გააკეთა.