ტერზიჩი „ბორუსიას“ თავკაცის თანამდებობაზე დაბრუნდა

0
4

დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ედინ ტერზიჩი დააბრუნეს. 39-წლის სპეციალისტმა მარკო როზე შეცვალა, რომელიც გასული კვირის მიწურულს დაითხოვეს. ტერზიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
ის 2018 წლიდან დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის ლუსიენ ფავრის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო შვეიცარიელის დათხოვნის შემდეგ 2020 წელს გუნდი ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით დორტმუნდელებმა გერმანიის თასი მოიგეს. 2021-2022 წლების სეზონის სტარყტამდე ტერზიჩი „ბორუსიას“ ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს.