რაფაელ ლეაუ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

0
5

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად „მილანის“ ფორვარდი რაფაელ ლეაუ დაასახელეს. სერია A-ს ვებგვერდის ინფორმაციით, გამარჯვებულის გამოვლენის დროს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები არ გაუთვალისწინებიათ, არამედ, ასევე უბურთოდ თამაში, გუნდურ თამაშში შეტანილი წვლილი და ტექნიკური მაჩვენებლები.
22 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აწ უკვე დასრულებული სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ სერია A 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.