თემურ ქეცბაიას ბაქოს „ნეფთჩი“ ეპატიჟება, იუწყება აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა sportinfo.az.
„ნეფთჩის“ ფანებს გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ სამირ აბასოვთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურთ და ბაქოელები მის ერთ-ერთ შემცვლელად ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავკაც თემურ ქეცბაიას განიხილავენ.
sportinfo.az-ის ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტმა „ნეფთჩისთვის“ წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი მანათი მოითხოვა, რადგან მისი აზრით ბაქოელებს ამჟამინდელი ბიუჯეტით აგდამის „ყარაბაღთან“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
გარდა ამისა, მას ხანგრძლივი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით 350000 ევრო სურს.
„ანორთოსისმა“ 2021-2022 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროთასის გარეშე დარჩა.
