იმობილე სერია A-ს საუკეთესო მეგოლე და თავდამსხმელია

0
7

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე გახდა. 32 წლის ფეხბურთელმა 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მან საუკეთესო მეგოლის წოდება კარიერაში მესამედ მოიპოვა. მანამდე, მან ასეთ წარმატებას 2017-2018 წლების სეზონში (29 გოლი) და 2019-2020 წლების სეზონში (36 გოლი) მიაღწია. აგრეთვე, ის განვლილი სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს.
მეორე ადგილზე სერბი დუშან ვლახოვიჩი გავიდა, რომელმაც სეზონი ფლორენციის „ფიორენტინაში“ დაიწყო, ხოლო ზამთარში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. ბალკანელმა 36 შეხვედრაში 24 გოლი მიითვალა.
გასულ სეზონში თავის ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა „სასუოლოს“ გარემარბმა დომენიკო ბერარდი შეასრულა – 14 (33 თამაშში).