ემერიმ „ბარსელონასთან“ ნავსი გატეხა

0
6
epa09750305 Villarreal's head coach Unai Emery reacts during the Spanish LaLiga soccer match between Villarreal CF and Real Madrid at Estadio de la Ceramica in Villarreal, eastern Spain, 12 February 2022. EPA/Domenech Castello

უნაი ემერიმ მწვრთნელის რანგში „კამპ ნოუზე“ პირველი მატჩი მოიგო. 50 წლის ესპანელის სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი „ვილიარეალი“ ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან 41-ე წუთზე ანგარიში პედრასამ გახსნა, ხოლო 55-ეზე მეორე გოლი მოისეს გომესმა გაიტანა. მანამდე, ემერის დამოძღვრილმა გუნდებმა „კამპ ნოუზე“ 13 შეხვედრა წააგეს.
ცნობისთვის, „ვილიარეალმა“ 2008 წლის 9 მარტის შემდეგ „ბარსელონა“ გასვლაზე პირველად დაამარცხა. გუშინდლამდე კატალონიელებმა 11 შეხვედრა მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. „ვილიარეალი“ პირველი ესპანური გუნდია, რომელიც კონფერენს ლიგაში ითამაშებს.
„ბარსელონამ“ განვლილ სეზონში ლა ლიგაში 68 გოლი გაიტანა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. კატალონიელებმა ყველა ტურნირში მეტოქთა კარი 86-ჯერ აიღეს, რაც 2005 წლის მერე მათთვის ყველაზე დაბალი შედეგიანობაა.