“დევებმა” “ოტომანსს” პლატოზე აჯობა

0
3

21 მაისს, მოლოდინისამებრ „ნაღდი“, სამოყვარულო რაგბის ზეიმი გაიმართა რაგბი პლატოზე. სამოყვარულო პერიოდის დროინდელი, ტრადიციული რაგბის ტურნეს ფარგლებში, თურქეთის უძველესი კლუბი, ‘ისტანბულ ოტომანსი’, საქართველოს უძველეს სამოყვარულო კლუბ ‘დევებს’ „რაგბი პლატოზე“ ესტუმრა.
თამაშის წინ გუნდები უფრო იმიტომ რომ შეჩვეულნი არიან და არა იმიტომ, რომ საჭირო იყო, გახურდნენ. ვინაიდან ორივე გუნდში საერთო ასაკი 45-50 წელი იყო, სამოყვარულო რაგბის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, ‘დევები’ და „ოსმალოები“ მორიგდნენ, რომ შერკინებაში არ მიაწვებოდნენ და რომ შეცვლებიც შეუზღუდავი იქნებოდა. ამ დროს ისიც გაირკვა, რომ სტუმრები სულ 16-ნი იყვნენ, შესაბამისად, თამაშის მსვლელობისას სტურებს ‘დევებიც’ ემატებოდნენ.
აღსაღნიშნავია, რომ ამ დღეს ორმა „დევმა“ დიდი ხნის ოცნება აიხდინა – გიორგი ტორონჯაძემ და ლევან ჯაშმა შვილებთან ერთად ითამაშეს.
საბოლოო ჯამში ‘დევებმა’ სტუმრებს 8 ლელო დაუდეს და პასუხად 5 მიიღეს. თამაშის მერე კი, მესამე ტაიმის ტრადიცია, რომელიც სამოყვარულო რაგბის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნაწილია, არ დარღვეულა.
სექტემბერში ‘ოტომანსი’ ‘დევებს’ საპასუხო ტურნეზე ელოდება.