ბენზემა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია

0
9

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ კარიერაში პირველად მოიპოვა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 34 წლის თავდამსხმელმა აწ უკვე დასრულებული სეზონის 32 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე „სელტას“ თავდამსხმელი იაგო ასპასი გავიდა 18 გოლით.
ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი „ბარსელონას“ გარემარბმა უსმან დემბელემ მიითვალა – 21 მატჩში 13. მეორე პოზიცაზე ბენზემაა – 12.