კაშია და კანკავა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში

0
12

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 2021-22 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი ფეხბურთელები  გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მოხვდნენ. ისინი ბრატისლავას ”სლოვანთან” ერთად, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. კანკავა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩემპიონი პირველად გახდა, ისევე როგორც კაშია.
34 წლის კაშიამ სლოვაკურ ლიგაში 24 მატჩში 2 გოლი შეაგდო, 36 წლის ჯაბა კანკავას აქტივში კი 25 შეხვედრაში ერთი გოლი და 2 საგოლე პასია.
„სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატი 16-ჯერ მოიგო, ხოლო ჩეხოსლოვაკიის პირველობაზე ოქროს მედლები 8-ჯერ მოიპოვა.
ფორტუნა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი მისი შვილი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი.