„მილანის“ ოქროს მედლები 11 წლის შემდეგ

0
6

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში სტეფანო პიოლის გაწვრთნილმა „მილანმა“ სტუმრად „სასუოლო“ 3:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ოქროს მედლები მეცხრამეტედ მოიგო. „როსონერიმ“ 86 ქულა დააგროვა და თანაქალაქელ „ინტერს“ 2 ქულით გაასწრო.
„მილანი“ იტალიის ჩემპიონობის რაოდენობით „ინტერს“ გაუთანაბრდა, ხოლო ამ მხრივ რეკორდსმენი ტურინის „იუვენტუსია“, რომელსაც 36 ტიტული აქვს.
„მილანის“ შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად სერია A-ში მეორედ 11-წლიანი პაუზის მერე გაიმარჯვა. მან კარიერაში 32-ე ჯილდო მოიგო, მათ შორის 12 საჩემპიონო.
მილანელთა თავკაცმა პიოლიმ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.