„ლაიფციგის“ პირველი ტიტული არსებობის ისტორიაში

0
10

„ლაიფციგმა“ არსებობის ისტორიაში თავისი პირველი ტიტული მოიგო. ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გამართულ გერმანიის თასის ფინალში ლაიფციგელები „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა – ფრაიბურგელმა ეგეშტაინმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, ხოლო ნკუნკუმ საპასუხო ბურთი 79-ეზე გაიტანა.
პენალტები „ლაიფიცგმა“ უკეთესად დაარტყა და 4:2 გაიმარჯვა.