კიტეიშვილმა „შტურმს“ უმასპინძლა, ლოჩოშვილი კონფერენს ლიგაში ითამაშებს

0
4

გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის მარცხით დაასრულა, მაგრამ ამას გუნდისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს.
ტრავმის მორჩენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კიტეიშვილმა სტუმრად ვენის „აუსტრიასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 78-ეზე შეცვალეს. საბოლოოდ, „შტურმი“ 2:4 დამარცხდა და ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.
„ვოლფსბერგერმა“, რომლის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, შინ ვენის „რაპიდს“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „ვოლფსბერგერი“ მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.