ფეხბურთში „სასკოლო ლიგა 2022“-ის პრეზენტაცია

0
5

თბილისის საკრებულოში “სასკოლო ლიგა 2022’’-ის პრეზენტაცია და მინი ფეხბურთის ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. აღნიშნული ტურნირი თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და სააფთიაქტო ქსელის “პსპ” მხარდაჭერით ტარდება.
სასკოლო ლიგა წელს სპორტის სამ სახეობაში, მათ შორის, მინი ფეხბურთში იმართება და მასში თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის 150-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
„სასკოლო ლიგა“ ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა და პროექტი მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ღონისძიებას პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეიზიდენტი აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას, ლევან კობიაშვილმა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას.
„სასკოლო ლიგა“ მიმდინარე წლის 22 მარტს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიების დასასრულს, ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სფფ-ის წარმომადგენლებმაც მიიღეს.