„სამგურალმა“ იმერული დერბი მოიგო

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში იმერული დერბი შედგა – ადგილობროვმა „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და სსამი უპასსუხო ბურთი გაუტანა.
შეხვედრი პირველი ტაიმი გატანილი გოლები გარეშე დასრულდა. 53-ე წუთზე, ირაკლი რუხაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო ერთი მცველი ჩამოიცილა და პასი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ ჯეფერსონ ჯერალდოს მისცა, რომელმაც თავის მხრივ დემურ ჩიხლაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ამ სეზონში თავისი მე-5 ბურთი გაიტანა – 1:0.
65-ე წუთზე თედო კიკაბიძემ მოწინააღმდეგის გადაცემა თავის ნახევარძე ჩაჭრა, გრძელი რეიდის დროს სამ ქუთაისელს გასვდა და მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა „ტოპრპედოს“ კარის წინ მდგომა ჯერალდოს, ხოლო ბრაზილიელმა ერთი შეხებით როინ კვასხვაძე შანსი არ დაუტოვა – 2:0.
82-ე წუთზე სერგო კუხიანიძის გადაცემის მერე მამია გავაშელიშვილი კვასხვაძესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და თუ მანამდე დაფიქსირებულმა 3 ფრეს გავითვალისწინებთ გუნდს 9-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. წყალტუბოელები 29 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან. „ტორპედომ“, რომელიც სათამაშოდ ისევ შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა 15 ქულით მერვეა.