ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ განაცხადში პირველად შეიყვანეს

0
4

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონში „ლევანტეს“ განაცხადში პირველად მოხვდა.
ჩემპიონატის ბოლო 38-ე ტურში ვალენსიელები, რომლებიც ქვედა ლიგაში გავარდნენ, მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ შეხვდნენ და 2:4 წააგეს. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მას აწ უკვე დასრულებულ სეზონში „ლევანტეში“ არცერთი მატჩი ჩაუტარებია. არადა, შარშან ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ პორველ გუნდში ესპანეთის თასზე 2 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა.
მან 2021-2022 წლების სეზონში „ლევანტეს“ მეორე გუნდში 13-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.