მამარდაშვილმა ლა ლიგაში სეზონი “სელტასთან” თადარიგში დაასრულა

0
7

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში სადებიუტო სეზონი “სელტასთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე დაარულა. “ვალენსიამ” ვიგოელები “მესტალიაზე” მიიღო და არცთუ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების თვალწინ 2:0 დაამარცხა. შეხვედრის 28-ე წუთზე ანგარიში მაქსი გომესმა გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე არაუხომ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. მამარდაშვილი განაცხადში მოხვდა, ხოლო “ვალენსიას” კარს ხაუმე დომენეკი იცავდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა “ვალენსიაში” საერთო ჯამში 18-ჯერ ითამაშა და 8-ჯერ გოლი არ გაუშვა. მან ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის სევილიას “ბეტისთან” პენალრების სერიაში წაგებული დაპირისპირებაც.
“ვალენსიამ” 48 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგოლზეა. ლა ლიგის ბოლო ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ გაიმართება.