ხაშურში ახალი სტადიონი გაიხსნა

0
23

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.
სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
განახლებულ სტადიონზე საშინაო შეხვედრებს ხაშურის “ივერიას” ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები გამოიყენებენ.