კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგაში საუკეთესოა, ფოდენი ახალგაზრდებში პირველია

0
4

პრემიერ ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი დაასახელეს. მან ეს პრიზი კარიერაში მეორე მიიღო. პირველად ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საუკეთესოდ 2019-2020 წლების სეზონში დაასახელეს.
დე ბრუინი პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-4 მოთამაშეა, ვინც საუკეთესოდ 2-ჯერ აღიარეს. მანამდე, იმავე ტიერი ანრიმ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუმ („მანჩესტერ იუნაიტედი“) და ნემანია ვიდიჩმა („მანჩესტერ იუნაიტედი“) მოახერხეს.
30 წლის ბელგიელმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მან საუკეთესოს პრიზისთვის ბრძოლაში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს („ლივერპული“), ჯერარდ ბოუის („ვესტ ჰემი“), ჟოაუ კანსელუს („მანჩესტერ სიტი“), ბუკაიო საკას („არსენალი“), მოჰამედ სალაჰს („ლივერპული“), სონ ხინ მინს („ტოტენჰემი“) და ჯეიმს უორდ-პრაუსს („საუთჰემპტონი“) აჯობა.
პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ზედიზედ მეორედ „მანჩესტსრე სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი აღიარეს. ის პირველია, ვინც საუკეთესოდ მიჯრით ორ სეზონში ცნეს. 21 წლის ფოდენმა პრემიერ ლიგაში 27-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.