„ვოლფსბურგის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება. გერმანული მედიის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ და კლუბი ხორვატ სპეციალისტთან კონტრაქტის გაფორმები შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გაანცხადებს.
მანამდე, „ვოლფსბურგმა“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ფლორიან კოხფელდტ დაემშვიდობა, რომლის ხელმძღვანელობით „ვოლფსბურგმა“ 2021-20222 წლების სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა, რაც არადამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა.
კოვაჩი ბოლოს „მონაკოში“ მუშაობდა და ფრანგულმა კლუბმა 2022 წლის 1 იანვარს დაითხოვა. ის ფილიპ კლემანმა შეცვალა.