“ჰამბურგის” დიდი ნაბიჯი ბუნდესლიგისკენ, ჩაკვეტაძე ისევ სკამზე

0
5

“ჰამბურგმა” პირველ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ჰამბურგელები ბერლინის “ჰერტას” სტუმრად შეხვდნენ და 57-ე წუთზე ლუდოვით რეისის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგის” სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ის მოედანზე ბოლო 16 აპრილს „კარლსრუესთან“ (3:0) შეხვედრაში გავიდა, მან საერთო ჯამში „ჰამბურგში“ მეორე ბუნდესლიგაში 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების მერე ჩაკვეტაძე ბელგიის “გენტში” დაბრუნდება, რომელთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
პლეი-ოფის საპაუხო შეხვედრაში “ჰამბურგი” “ჰერტას” 23 მაისს ჩატარდება.