„ბენფიკას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
2

ლისაბონის „ბენფიკას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. პორტუგალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, „არწივებს“ როჯერ შმიდტი გაწვრთნის.
55 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ლისაბონელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის 2020 წლიდან ნიდერლანდების პსვ-ში მუშაობდა, რომელთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ეინდჰოვენელებმა სეზონი ჩემპიონატში მეორე ადგილზე დაასრულეს.
შმიდტს პსვ-ს გარდა, „პადერბორნში“, „ზალცბურგში“, „ბაიერში“ და ჩინეთის „ბეიძინ გოანში“ მუშაობდა.