არსებობის ისტორიაში პირველად მუნდიალზე ქალი არბიტრები იმუშავებენ

0
1

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად წელს კატარში გასამართ მუნდიალზე ქალი არბიტრები იმუშავებენ.
ფიფას მიერ მიერ გამოქვეყნებული მსაჯების სიაში, რომლებიც მომავალ ტურნირს მოემსახურებიან მთავარ არბიტრებად სტეფანი ფრაპარი (საფრანგეთი), სალიმა მუკანსანგა (რუანდა) და იოშიმი იამაშიტა (იაპონია“ მოხვდნენ.
ასისტენტებად ნეუზა ბეკი (ბრაზილია), კარენ დიას მედინა (მექსიკა) და კატრინ ნესბიტი (აშშ) იმუშავებენ.
საერთო ჯამში, მსოფლიო პირველობაზე 36 მთავარი მსაჯი, 69 ასისტენტი და 24 ვიდეოარბიტრი იმუშავებს.
კატარში მუნდიალი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.