ნიქაბაძე “სამგურალში” ითამაშებს

0
4
ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა წყალტუბოს ,,სამგურალმა” ბათუმის ”დინამოს” ექსფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაიმატა. ნიქაბაძე გასულ წელს ბათუმის ”დინამოსთან” ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ჩემპიონის რიგებში მან გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ბათუმიდან წასვლის შემდეგ, წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მალტის ჩემპიონატში, კლუბ ”გუდია იუნაიტედში” ასპარეზოდა.
გიორგი ნიქაბაძე ,,სამგურალში” 40 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.