კევინ ტრაპი: „ფინალის გმირი არ ვარ“

0
4

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მეკარე კევინ ტრაპს თავი ევროპა ლიგის ფინალის გმირად არ მიაჩნია და მისი აზრით „გლაზგო რეინჯერსთან“ გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა.
„დაუჯერებელი გრძნობაა. ვფიქრობ, ეს საუცხოო მომენტია ჩვენთვის, ფრანკფურტისთვის, მთელი ჩვენი რეგიონისთვის და გერმანიისთვის. ძალიან მიხარია, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერას სათანადოდ ვუპასუხეთ.
ჩვენ გვჯეროდა, რომ ამას შევძლებდით, მაგრამ ძალიან მოვინდომეთ. დანებება არ გვიფიქრია და არც რწმენა დაგვიკარგავს. ჩვენს კარიერაში ეს ყველაზე დაუჯერებელი გამოცდილებაა.
მატჩის გმირი არ ვარ. გმირი მთელი ჩვენი გუნდია. ეს გამარჯვება ვინმე ერთი მოთამაშის არაა, არამედ, მთელი გუნდის“ – აღნიშნა 31 წლის გერმანელმა მეკარემ, რომელმაც პენალტების სერიაში აარონ რემზის დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
„აინტრახტი“ – „გლაზგო რეონჯერსის“ დაპირისპირების ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო გერმანელებმა პენალტები სერიაში 5:4 გაიმარჯვეს.