ჯოვანი ვან ბრონხორსტი: „ჩვენი დღე არ იყო“

0
4

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ვან ბრონხორსტის თქმით, მისმა გუნდმა ევროპა ლიგის ფინალის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ არ გაუმართლა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პენალტების სერიაში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 4:5 მარცხის (მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა) მერე განაცხადა.
„გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. პენალტები ლატარეაა და დღეს უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო. მოთამაშეები ბოლომდე დაიხარჯნენ, ხოლო მატჩი ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
ძალიან საწყენია, რომ ტიტულის მოპოვებასთან ასე ახლოს ვიყავით და დავმარცხდით. როდესაც იგებ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გახსოვს, მარცხდები და ამით გამოწვეული სინანულის გრძნობა გრჩება.
ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. ამიტომ, შეცვლები გავაკეთე. თუმცა, ეს ორივე გუნდს ეხება“ – იუწყება ნიდერლანდელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.