ელოშვილი კარიერას „გრაცერში“ განაგრძობს

0
3

ლევან ელოშვილი კარიერას ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის „გრაცერში“ განაგრძობს. გრაცერელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდება.
ელოშვილი 2016 წლიდან „კაპფენბერგში“ გამოდიოდა, სადაც ავსტრიის მეორე ბუნდეასლიგაში 110-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. მისთვის ყველაზე შედეგიანი გასული სეზონი აღმოჩნდა, რომელშიც 25 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
„ძალიან ველოდები ახალი დავალებას, ახალ თანაგუნდელებს და „გრაცერისთვის“ ბოლომდე დავიხარჯები“ – განაცხადა ელოშვილმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ელოშვილს ავტომანქანის მართვის მოწმობა არ აქვს და „გრაცერში“ ახმანაგური მატჩის ჩასატარებლად ველოსიპედით მივიდა.
„ლევანის სახით ჩვენს გუნდში დავიმატეთ მოთამაშე, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია. დარწმუნებული ვართ, რომ ის გამოგვადება“ – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გერნოტ მესნერმა.