„აინტრახტის“ ტრიუმფი 42 წლის შემდეგ

0
11

ევროპა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მოიგო. ესპანეთის ქალაქ სევილიაში სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გამართულ ფინალშსი ოლივერ გლასნერის გაწვრთნილმა გუნდმა პენალტების სერიაში „გლაზგო რეინჯერსი“ დაამარცხა, რომელსაც ჯოვანი ვან ბრონხორსტი თავკაცობს.
შეხვედრის დასაწყისში ტერიტორიული უპირატესობა „აინტრახტს“ ჰქონდა და მეტოქის კარის მიმართულებით რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყა. ტაიმის შუაწელში „რეინჯერსმა“ თამაში გამოასწორა და გერმანელთა კართან სიტუაცია ერთი-ორჯერ გაამწვავა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
57-ე წუთზე მუსა სოუ თავით ბურთის მოგერიების დროს შეცდა, ტუტაც წაიქცა და ფრანკფურტელთა მეკარესთან პირისოირ გასულმა არიბომ ანგარიში გახსნა.
69-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ფილიპ კოსსტიჩმა ჩააწოდა და გლაზგოელთა ორ მცველს შორის მყოფმა რაფაელ ბორემ საპასუხო ბურთი გაიტანა. ამის შემდეგ “რეინჯერსის” დაწინაურება რუფის შეეძლო, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ტრაპმა ფეხით მოიგერია.
ძირითადი დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. პენალტები სერიაში „აინტრახტმა“ 5:4 გაიმარჯვა. „რეინჯერსიდან“ თერთმეტმეტრიანი უელსის ნაკრების ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ვერ გამოიყენა – კევინ ტრაპმა ბურთი ფეხით მოიგერია. გერმანელთა მეკარე ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„აინტრახტმა“ არსებობის სტორიაში ევროთასი მეორედ მოიგო- 1980 წელს ფრანკფურტელებმა უეფას თასი მოიგეს. ბოლო 25 წლის მანძილზე „აინტრახტი“ პირველი გერმანული გუნდია, რომელმაც ევროპა ლიგაში/უეფა თასი გაიმარჯვა.
“აინტრახტის” თავკაცმა გლასნერმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. “აინტრახტი” არებობის ისტორიაში პირველად მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს – გლასნერის გუნდმა ბუნდესლიგაში მე-11 ადგილი დაიკავა.
“აინტრახტი” ევროპა ლიგის თასს ისე დაეუფლა, რომ ტურნირის განმავლობაში თამაში არ წაუგია. ეს მესამე შემთხვევაა ევროპა ლიგის გათამაშებაში. მანამდე, ანალოგიური შედეგი ლონდონის “ჩელსიმ” და ესპანურმა “ვილიარეალმა” აჩვენეს.
გერმანულმა გუნდებმა ევროპა ლიგა/უეფას თასი 7-ჯერ მოიგეს. უკეთესი შედეგი იტალიელებს, ინგლისელებს და ესპანელებს აქვთ.
ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი “რეინჯერსის” კაპიტანი ტავერნიე გახდა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა. ინგლისელმა მცველმა საერთო ჯამში ტურნირში 15-ჯერ ითამაშა, მაგრამ ყველა გოლი პლეი-ოფშსი გაიტანა. მან ზუსტად 4 პენალტი შეასრულა.
“რეინჯერსის” მეკარე ალან მაკგრეგორი 40 წლია ან მეტი ასაკის ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასის ფინალში ითამაშა. “აინტრახტთან” დაპირისპირების დროს ის 40 წლის და 107 დღის იყო. იტალიელმა დინო ძოფმა 1983 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში 41 წლის და 68 დღის ასაკში იასპარეზა. ნიდერლანდელი ედვინ ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარს 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 40 წლის და 211 დღის ასაკში იცავდა.
რაფაელ ბორეს გოლი მე-6 იყო კოლუმბიელი ფეხბურთელებისთვის ევროპ ალიგის ფინალებში. მეტი ბურთი არცერთ სხვა ერის წარმომადგენელს არ გაუტანია (ესპანელებსაც 6 გოლი აქვთ გატანილი).
მას მერე, რაც ფინალი ერთმატჩიანია (1998-დან) ეს მე-9 შემთხვევაა, როცა დამატებითი დრო დაინიშნა ტურნირის (უეფას თასის ჩათვლით) ისტორიაში.