მიქელთაძე “ნიუკასლ ჯეთსის” წლის მოთამაშე და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა

0
9

ბექა მიქელთაძე “ნიუკასლ ჯეთსის” ყოველწლიურ გამოკითხვაში სამი პრიზის მფლობელი გახდა. ყოველი სეზონის დასრულების მერე, ავსტრალიურ კლუბში გამოკითხვა ტარდება, რომელში გულშემატკივრებიც მონაწილეობენ და გამორჩეულ ფეხბურთელებს აჯილდოებენ.
მიქელთაძე სამი პრიზის მფლობელი გახდა – 25 წლის ქართველი თავდამსხმელი დაასახელეს 2021/22 წლების სეზონის „ოქროს ბუცის“ მფლობელად, წლის საუკეთესო მოთამაშედ და ამას გარდა, კრეიგ ჯონსტონის მედალი გადასცეს.
მიქელთაძემ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 13 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო რეგულარულ სეზონში ავსტრალიის A ლიგის ბომბარდირთა დავაში ჯეიმი მაკლარენის შემდეგ (25 მატჩი, 15 გოლი) მეორე ადგილი დაიკავა.