ნკუნკუ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

0
4

„ლაიფიციგის“ თავდამსმელი კრისტოფერ ნკუნკუ ბუნდესლიგაში 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში გულშემატკივრები (40%). კლუბების წარმომადგენლები (30%) და საფეხბურთო ექსპერტები (30%) მონაწილეობდნენ.
24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 34 ტურში 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა – 35 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
ნკუნკუმ ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზების მოპოვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა – მან ჯილდო ოქტომმერში, თებერვალში, მარტში და აპრილში მიიღო.
ის ფრენკ რიბერის შემდეგ მეორე ფრანგი მოთამაშეა, რომელიც ბუნდესლიგაში საუკეთესოდ დაასახელეს.