მესი „ინტერ მაიამის“ აქციების 35 პროცენტს შეიძენს და MLS-ში ითამაშებს

0
11

პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი 2023 წლის ზაფხულში MLS-ის კლუბს „ინტერ მაიამიში“ გადავა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Diario AS.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 34 წლის კაპიტანი „ინტერ მაიამის“ აქციების 35% შეიძენს და იმ ფრანჩიზას შეუერთდება, რომელიც დევიდ ბექჰემს ეკუთვნის.
მესი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. მან მიმდინარა სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გაალეთა. მას კლუბთან ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება.