მბაპე პსჟ-დან წასვლის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე განაცხადებს

0
3

კილიან მბაპე თავისი მომავლის შესახებ შემდეგ კვირაში ისაუბრებს. ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსმელი პსჟ-დან წასვლის შემდეგ 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე განაცხადებს.
21 მაისს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 38-ე ტურში პსჟ თავის მოედანზე „მეცს“ ეთამაშება და ეს შეხვედრა მბაპესთვის პარიზელთა რიგებში ბოლო იქნება.
ის მადრიდის „რეალში“ გადავა და „სამეფო კლუბი“ მისი ტრანსფერის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ გამოაცხადებს.