დავითაშვილის დუბლი, კვარაცხელიას მორიგი გოლი…

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და გია გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთ შეხვედრაში თავის ანგარიშზე ყველაზე მეტი გოლი ჩაიწერა.
მე-15 წუთზე ზურიკო დავითაშვილი „ლოკომოტივის“ ჯერ ერთ მცველს გასცდა, შემდეგ მეორეს და ზუსტად დაარტყა – 1:1. მან „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
მ-16 წუთზე გიორგი ომარაშვილმა ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილი გიორგი ქველაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ეფექტურად გადაგზავნა – 1:1.
23-ე წუთზე ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონის გადაცემის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა კარის მიმართულებით დაარტყა და ბურთს მიმართულება ჯაბა ჯიღაურმა შეუცვალა – 2:1.
23-ე წუთზე, თბილისელთა მცველმა დაცვიდან ბურთი ცუდად ამოიტანა და გიორგი რეხვიაშვილის პასის მერე, ხვიჩა კვარაცხელიამ მცველთან ორთაბრძოლოს დროს ბურთი კარგად დაამუშავა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:1.
33-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურმა შორი მანძილიდან „გაისროლა“ და ეფექტური გოლი გაიტანა – 4:1.
37-ე წუთზე, ბათუმელთა კონტრშეტევის დროს დავით სამურკასოვმა კარგად შეაყოლა ბურთი მეტოქის საჯარიმოში გიორგი ომარაშვოლს, რომელმაც გრიგოლ ჩაბრაძეს დაასწრო და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მილან რადინმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ჯერ „ლოკომოტივის“ მცველ შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 5:2.
59-ე წუთზე „ლოკომოტივი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ბექა ხარაიშვილმა თავის საჯარიმოსთან ჯოვინო ფლამარიონი წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა წითელი ბარათი აჩვენა.
76-ე წუთზე კვარაცხელიამ „ლოკომოტივის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი თორნიკე გაფრინდაშვილს გაუკეთა, რომელმაც „მაკრატელათი“ ულამაზესი გოლი გაიტანა – 6:2.
82-ე წუთზე ბათუმელებმა კუთხური გაითამაშეს და ირაკლი ბიძინაშვილის პასის შემდეგ, „ლოკოს“ საჯარიმოში მყოფმა ზურიკო დავითაშვილმა ბურთი შორეულ კუთხეში „ჩაახვია“ – 7:2.
ბათუმელები 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო უქულო „ლოკომოტივი“ ბოლოა.