„ბრიუგე“ ბელგიაში ზედიზედ მესამედ გაჩემპიონდა

0
6

„ბრიუგე“ ბელგიის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბრიუგე“ „იუნიონ სენ-ჟილს“ 3 ქულით ასწრებს და სეზონის განმავლობაში 2 გამარჯვებით მეტი მოიპოვა. ამიტომ, თუ გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ალფრედ შრიოდერის შეგირდები პირველ ადგილს მაონც შეინარჩუნებენ.
„ბრიგე“ ოქროს მედლებს არსებობის ისტორიაში მეთვრამეტედ მოიგებს. ბელგიაში ჩემპიონობის რაოდენობით ლიდერი ბრიუსელის „ანდერლეხტია“, რომელმაც ტიტული 34-ჯერ მოიპოვა.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შრიოდერი „ბრიუგედან“ წავა და სათავეში ამსტერდამის „აიაქსს“ ჩაუდგება.