სფფ-ს განცხადება “დინამო არენაზე” მომხდარ ინციდენტზე

0
9

2022 წლის 3 მაისს, თბილისში, ადგილობრივ “დინამოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის მატჩის მიმდინარეობისას და მის შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა იმსჯელა და მასპინძელ კლუბს ფულად ჯარიმასთან ერთად, 2 მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება დააკისრა.
თბილისურმა კლუბმა გადაწყვეტილება საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასსაჩივრა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების დროებით შეჩერება მოითხოვა. სპორტულმა ტრიბუნალმა კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თბილისის “დინამოს” საშინაო მატჩები მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება.
შეგახსენებთ, ნახსენები მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე რამდენიმე გულშემატკივარი შეიჭრა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ მოედანზე ასეულობით ქომაგი გადავიდა.