ნიგერიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
4

ნიგერიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე პეზეირუ უხელმძღვანელებს.
62 წლის პეზეირუ ოფიციალურად საქმიანობას აშშ-ში დაგეგმილი ტურნეს დროს შეუდგება, როდესაც აფრიკის სამგზის ჩემპიონები მექსიკას და ეკვადორს დაუპირისპირდებიან.
ბოლოს პეიზეირუ ვენესულას ნაკრებს ავარჯიშებდა – 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აგვისტომდე.