ხოჭოლავა დაბრუნდა, „კოპენჰაგენს“ ჩემპიონობამდე ნაბიჯი აკლია

0
4

დავით ხოჭოლავა გამოჯანმრთელდა და „კოპენჰაგენთან“ ერთად დანიის სუპერლიგაში სტუმრად „რანდერსთან“ პრინციპული მატჩი მოიგო – 2:0. 15 მაისს გამართულ შეხვედრამდე საქართველო ეროვნული ნაკრების მცველმა ბოლო კოპენჰაგენელთა შემადგენლობაში 24 აპრილს ითამაშა და მას მერე მოედანზე კუნთის ტრავმი გამო არ გასულა. ამჯერად, ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „რანდერსთან“ დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სტუმრებიდან 50-ე წუთზე ანგარიში ჰარალდსონმა გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბაბაქარმა საბოლოო წერტილი დასვა.
„კოპენჰაგენი“ ზედა ექვსეულში 65 ქულით პირველ ადგილზეა და 6 ქულით ასწრებს მეორე პოზიცაზე მყოფ „მიდტიულანდს“, რომელმაც 2 თამაშით ნაკლები ჩაატარა, „კოპენჰაგენი“ სეზონს „ოლბორგთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულებს და ფრის შემთხვევაშიც ოქროს მედლებს მოიპოვებს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ბოლოსწინა ტურში „ზირემ“, სადაც დავით ვოლკოვი გამოდის შინ ბაქოს „ნეფთჩი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. „ზირე“ 46 ქულით მე-3 ადგილზეა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ჩემპიონმა „ყარაბაღმა“ სტუმრად „საბაილს“ 3:0 სძლია. გამარჯვებულთა შორის მეკარე ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია, რომელიც სათადარიგო იყო. ის „ყარაბაღში“ პოლონეთის „იაგიელონიამ“ გაანათხოვრა და უცნობია სეზონის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანული კლუბი მოს კონტრაქტს გამოისყიდის თუ არა.