ბენზემა უცხოეთში მოთამაშე საუკეთესო ფრანგია

0
8

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან პრიზი საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირისგან მიიღო.
ბენზემას გარდა ჯილდოს მოგების პრეტენდენტები მაიკ მენიანი, ტეო ერნანდესი (ორივე „მილანი“), ნგოლო კანტე („ჩელსი“) და უსმან დემბელე („ბარსელონა“) იყვნენ.
2021-2022 წლების სეზონში ბენზემამ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. ის მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 28 მაისსს „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.